შ.პ.ს “Goderdzi Resort”-ი წარმოადგენს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 100% წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოს, რომლის მიზანია კურორტ „გოდერძი“-ს ეტაპობრივი განვითარება დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით. ამჟამად შ.პ.ს „Goderdzi Resort”-ი ახორციელებს კურორტზე არსებული 6 კოტეჯისა და ერთი სასტუმრო „მეტეო“-ს ადმინისტრირებას. კურორტის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. შ.პ.ს "Goderdzi Resort"-ი გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა, კურორტის ცნობადობის გაზრდის მიზნით ახორციელებს სხვადასხვა მასშტაბის კულტურულ,სპორტულ და შემეცნებით ღონისძიებებს, როგორც ზამთრის ისე ზაფხულის სეზონზე.